Saturday, September 13, 2014

მეეცხრე დღე

მეეცხრე დღე

  დღევანდელი  დღე დაიწყო წინარე ცოდნის გახსენებით,  გუგლდრაივში შევქმენით კითხვარი და გავაზიარეთ კითხვარის ფაილი, გადავამოწმეთ, რომ დრაივზე გვქონდა 6-ვე ფოლდერი და ყველა ფაილი. შემდეგ, დავიწყეთ პრეზენტაციების წარდენა და გამომსვლელების მოსმენა.პირველი პრეზენტაცია მაკა  ხიჯაკაძემ რომელმაც ძალიან საინტერესო საკითხზე გააკეთა პროექტი - ხალხური საკრავების ბედი: ფანდური. შემდეგ თამთა მაისურაძის პრეზენტაცია მოვისმინეთ. მისი პროექტის თემაა ბაქტერიები. ხათუნა ბერაძის პრეზენტაცია ქართულ ტრადიციებს შეეხებოდა. მაია ჩხიკვაძის პრეზენტაციას დიდი ყურადღებით ვუსმენდი და ძალიან მომეწონა.  ციცინო გოგოლაძის პროექტის თემა იყო ვაჟას გმირების სულიერი ცხოვრება, პროექტმა დიდი ინტრესი გამოიწვია აუდიტორიაში.ლელა კოჩაძემ პროექტი გააკეთასაზღვარგარეთ სწავლაზე.ჩემი საპრეზენტაციო/პროექტის თემა  არის  გაიცანით ჩვენი მხარე: კახორის წმ. გიორგის ეკლესია. ნანა სხილაძის პროექტმა  ძალიან მომხიბლა - წერილიდან მესიჯამდე.  ყველა მასწავლებელს  საუკეთესო პერფორმანსი ჰქონდა. წარმატებები ყველა მათგანს!

No comments:

Post a Comment